00:25 | 2021-07-30 ავტორი: თამარ ბუჩუკური

კოვიდის საწინააღმდეგო ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

კოვიდის საწინააღმდეგო ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს. ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

 

ახალი და საკმაოდ ძვირადღირებული საშუალება ლაბორატორიაში მიღებული ანტისხეულების ორი სახეობის ნაერთს წარმოადგენს, რომელიც ავადმყოფის ვენაში შეჰყავთ, რის შემდეგაც ის ორგანიზმს ვირუსის ნეიტრალიზაციაში ეხმარება.

 

2022 წლიდან საქართველომ შესაძლებელია 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები აცრას - ივანე ჩხაიძე
2021-07-292022 წლიდან საქართველომ შესაძლებელია 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები აცრას - ივანე ჩხაიძე

 

კოვიდის საწინააღმდეგო წამლების მოძიების ბრიტანული პროგრამის – Recovery trial–ის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს საშუალება კოვიდის მძიმე ფორმების გამო ჰოსპიტალიზებულ ყოველ მესამე პაციენტს შველის.

 

ექსპერტებმა გამოითვალეს, რომ ის ყოველი ასი მკურნალობაგავლილი პაციენტიდან ექვსის სიცოცხლეს გადაარჩენს.

 

წამალი მონოკლონალური ანტისხეულებით, რომელსაც კომპანია Regenoron აკეთებს, დაახლოებით 1400–დან 2800 დოლარამდე ღირს. ამ წამლით მხოლოდ მათი მკურნალობა შეიძლება, ვისმა ორგანიზმმაც კორონავირუსთან მებრძოლი ანტისხეულები თვითონ ვერ გამოიმუშავა.

 

  • ბრიტანეთში ეს წამალი ექსპერიმენტის სახით ათას პაციენტს მისცეს და დაადგინეს, რომ ის მნიშვნელოვნად ამცირებს:

 

  • სიკვდილის რისკს

 

  • საავადმყოფოში გატარებულ დროს (საშუალოდ 4 დღით)

 

  • ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გამოყენებას

 

“ძალიან გამიმართლა, რომ ეს კვლევა უკვე მიმდინარეობდა, როცა კოვიდის დიაგნოზით საავადმყოფოში მოვხვდი. ეს წამალი მეც შემხვდა. მიხარია, რომ ცდებში მივიღე მონაწილეობა და დავეხმარე იმის გარკვევაში, რომ მკურნალობა ეფექტურია.“– ამბობს 37 წლის კიმბერლი ფეზერსტოუნი.

 

პირებს, ვისაც ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, სხვა ტიპის ვაქცინით აცრის საშუალება მიეცეთ - ივანე ჩხაიძე
2021-07-29პირებს, ვისაც ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, სხვა ტიპის ვაქცინით აცრის საშუალება მიეცეთ - ივანე ჩხაიძე

 

კვლევის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, მედიცინის და ეპიდემიოლოგიის პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, სერ მარტინ ლენდრი ამბობს, რომ ახალი მედიკამენტი მძიმედ დაავადებული პაციენტების სიკვდილიანობას დაახლოებით ერთი მეხუთედით შეამცირებს.

 

“ჩვენ დავინახეთ, რომ ანტივირუსული მკურნალობის გამოყენებისას ამ შემთხვევაში ამ ანტისხეულების გამოყენებისას მნიშვნელოვნად ვამცირებთ იმ პაციენტების რისკს, რომლებსაც მკურნალობის გარეშე გარდაცვალების შანსი ერთი სამთან ჰქონდათ.“ – ამბობს პროფესორი ლენდრი.

 

დექსამეტაზონთან კომბინაცია

 

ახალი საშუალება დექსამეტაზონთან ერთად გამოიყენებოდა, რომელიც ანთებისსაწინააღმდეგო სტეროიდული მედიკამენტია. ექიმებმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აღმოაჩინეს, რომ დექსამეტაზონი თავისთავად ამცირებს მძიმე პაციენტებში კოვიდით სიკვდილიანობის რისკს დაახლოებით მესამედით.

 

რატომ ინფიცირდებიან ვაქცინირებული ადამიანები და რა უნდა ვიცოდეთ ასეთ შემთხვევებში
2021-09-13რატომ ინფიცირდებიან ვაქცინირებული ადამიანები და რა უნდა ვიცოდეთ ასეთ შემთხვევებში

 

კვლევების კიდევ ერთი ხელმძღვანელი, ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი სერ პიტერ ჰორნბი ამბობს, რომ აქამდე მედიკოსებს და მეცნიერებს ეჭვი ეპარებოდათ ანტისხეულებით მკურნალობის ეფექტურობაში, რადგან სხვა კვლევებს დადებითი შედეგები არ მოუციათ.

 

ამგვარად, წარუმატებელი აღმოჩნდა პაციენტების მკურნალობა კოვიდგადატანილთა ანტისხეულებიანი პლაზმის ორგანიზმში შეყვანით.

 

თუმცა, ახალი პრეპარატი ხელოვნური, ლაბორატორიულ პირობებში დამზადებული ანტისხეულების დიდ დოზებს შეიცავს, რომლებიც წარმატებით ბოჭავენ კორონავირუსს და არ აძლევენ მას საშუალებას უჯრედები დააზიანოს.

 

“მაგარია! როგორც გაირკვა, ასეთ მიზნობრივ შეტევას ვირუსზე შეუძლია სიკვდილიანობა შეამციროს იმ პაციენტებში, რომლებსაც საკუთარი ანტისხეულები არ გამოუმუშავდებათ“. – ამბობს სერ პიტერ ჰორნბი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X