19:53 | 2021-07-27 ავტორი: თამარ ბუჩუკური

“კოვიდინფიცირებულსახიანი ფოტო ისტორიისთვის” – სამების ტაძრის არქიმანდრიტი მამა იოვანეს კოვიდი დაუდასტურდა

“კოვიდინფიცირებულსახიანი ფოტო ისტორიისთვის” –  სამების ტაძრის არქიმანდრიტი მამა იოვანეს კოვიდი დაუდასტურდა

სამების ტაძრის არქიმანდრიტი მამა იოვანე მჭედლიშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ თავად მამა იოვანე სოციალურ ქსელში პოსტს წერს და ფოტოს აქვეყნებს.

 


კოვიდინფიცირებულსახიანი ფოტო ისტორიისთვის” – წერს სასულიერო პირი.

 

“პრაიმტაიმი” მამა იოვანეს ესაუბრა. როგორც მან თქვა, ინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ის ახლა მონასტერშია.

 

 

ეს საინტერესოა: 8 კვირა ეძლევა ყველა მედპერსონალს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს, აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან – ზურაბ გურული

 

 

მისივე თქმით, უცნობია რომელ კლასტერს მიეკუთვნება. ამბობს, რომ სანამ ვირუსი დაუდასტურდებოდა, ტაძარში იმყოფებოდა.

 

“ყოველ პარასკევს ტესტს ვიკეთებ ხოლმე, ტაძარში შევდიოდი… მონასტერში 45 ადამიანიდან 12-ს კოვიდინფექცია გადატანილი აქვს. არ ვიცი, სად დავინფიცირდი…” – ამბობს მამა იოვანე. 

 

ცნობისთვის, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 42 235 კვლევა, მათ შორის 27 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 810 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში  ვირუსით ინფიცირების 3 666 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით გარდაიცვალა 17 ადამიანი.

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X

error: Content is protected !!