11:30 | 2020-09-22 ავტორი: Prime Time

კოვიდინფიცირებულმა მამაკაცმა დედის ცხედარი საქართველოში ტრაილერით გადმოასვენა

კოვიდინფიცირებულმა მამაკაცმა დედის ცხედარი საქართველოში ტრაილერით გადმოასვენა

კორონავირუსით ინფიცირებულმა მამაკაცმა საქართველოში დედის ცხედარი ტრაილერით შემოტანა – ამის შესახებ ის პირები საუბრობენ, რომლებიც ქალის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ.

 

ერთ-ერთია „სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრის“ დირექტორი ედუარდ აივაზიანი, რომელიც გვიყვება, რომ ინფიცირებულ მამაკაცს და მისი ოჯახის წევრებს COVID19-ზე ტესტი სომხეთში აუღეს, თუმცა ვირუსი არცერთს აღმოაჩნდა. ედუარდ აივაზიანის თქმით, სომხეთიდან წამოსვლამდე ანალიზი გარდაცვლილი დედის ცხედარსაც გაუკეთეს.

 

„11 სექტემბერს ერევანში ტესრიტება ჩაუტარდა მთელ ოჯახს, მათ შორის გარდაცვლილ დედასაც. კორონავირუსი არცერთს არ აღმოაჩნდა. სამველას საბაჟოზე სწრაფი ტესტი გაუკეთდა, მაგრამ არც აქ აღმოაჩნდა“, – გვითხრა ედუარდ აივაზიანმა.

 

საქართველოში კორონავირუსით დღეს 2 პაციენტი გარდაიცვალა
2020-09-22საქართველოში კორონავირუსით დღეს 2 პაციენტი გარდაიცვალა

 

კოვიდინფიცირებულმა მამაკაცმა ახალციხეში ორი დღე დაჰყო, დაკრძალვის შემდეგ თბილისში წავიდა, შემდეგ კი კვლავ სომხეთში დაბრუნდა. სწორედ დაბრუნების დროს, სომხეთის სდაზღვარზე ტესტირებისას დაუდასტურდა მას კორონავირუსი.

 

როგორ გადმოასვენა დედის ცხედარი სატვირთო ავტომობილით ინფიცირებულმა, ჰქონდა თუ არა ქალს გარდაცვალების ცნობა, მამაკაცს კი კორონავირუსზე ტესტირების პასუხი – ამის გარკვევას შემოსავლების სამსახურში ვცდილობთ. უწყებაში დეტალების გარკვევას დაგვპირდნენ.

 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ამბობს, რომ არ იცის, საიდან შემოვიდა ინფიცირებული მამაკაცი. გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, ეს საკითხი მოკვლევაშია.

 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემებით, ახალციხეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 54 პირია გამოკვლეული. აქედან 33 კარანტინში, 21 კი თვითიზოლაციაში იმყოფება. ვურუსზე ტესტირტება ყველა მათგანს ჩაუტარდა და პასუხები უარყოფითია.

 

 

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები