fbpx
13:31 | 2020-10-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კოვიდინფიცირებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია

კოვიდინფიცირებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია

უკვე მესამე კვირაა, რაც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 15 წლის კოვიდ ინფიცირებულ გოგოს მკურნალობენ. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე და კრიტიკულია. როგორც ცნობილია მას თანმხლები დაავადებები აქვს.

 

„მესამე კვირაა, რაც ჩვენს კლინიკაშია, მდგომარეობა მძიმე და კრიტიკულია, მოზარდი აპარატზეა შეერთებული“,- ამბობს ლალი ტურძელაძე.  

 

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1824 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან გამოჯანმრთელდა 1262 პაციენტი.

 

სულ ქვეყანაში Covid-19-ის 32127 შემთხვევაა დაფიქსირებულია, სულ გამოჯანმრთელდა 12632 პაციენტი.

 

ვირუსმა საქართველოში 238 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 3832.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X