fbpx
12:50 | 2020-10-31 ავტორი: Prime Time

კოვიდინფიცირებული 15 წლის გოგო, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა

კოვიდინფიცირებული 15 წლის გოგო, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი 15 წლის გოგო გარდაიცვალა.

 

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ინფორმაცია „პრიამტაიმს“ კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

 

შეგახსენებთ, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგონა სამ კვირაზე მეტია რაც მკურნალობდა.

 

ინფიცირებულები იყვნენ გოგონას ბებია და ბაბუა, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X