13:43 | 2020-09-09 ავტორი: Prime Time

კოვიდინფიცირებულების რა კატეგორიას უმკურნალებენ საავადმყოფოს ნაცვლად სასტუმროებში

კოვიდინფიცირებულების რა კატეგორიას უმკურნალებენ საავადმყოფოს ნაცვლად სასტუმროებში

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, კოვიდინფიცირებულის რომელ ჯგუფს შეეძლება სასტუმროში მკურნალობა.

 

როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, სასტუმროში უმკურნალებენ 18-დან 65 წლამდე ადამიანს, რომელსაც ექნება უსიმპტომოდ გამოვლენილი ვირუსი და არ ექნება რაიმე ქრონიკული თანმხლები დაავადება.

 

„არასრულწლოვანებს, ასევე 65 წელზე ზევით პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში. 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც ექნებათ ინფექცია და არ ექნებათ თანმხლები დაავადება, ამასთან თუ იქნებიან უსიმპტომოები, შეეძლებათ მკურნალობა გაიარონ სასტუმროებში.

 

მნიშვნელოვანია, რომ ადამიან თავის ანამნეზში არ უნდა აღენიშნებოდეს ნებისმიერი თანამხლები ქრონიკული დაავადება. პირველ ეტაპზე ამისთვის გამოყოფილია სამი სასტუმრო, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს პირობებს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უსიმპტომო პაციენტებს საავადმყოფოების ნაცვლად სასტუმროებში უმკურნალებენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X