
მალახაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც დღეს ოპოზიციის მიერ პარლამენტთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა აცხადებს, რომ კოვიდინფიცირებულ დედასთან კონტაქტი არ ჰქონია.
„კოვიდინფიცირებულ დედასთან კონტაქტი არ მქონია, არც ტესტი მჭირდება და არც თვითიზოლაცია“, – განუცხადა „იმედინიუსს“ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის დედას, ელენე მაჩალიკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. მას მკურნალობის კურსი თელავის საავადმყოფოში უტარდება.