fbpx
13:30 | 2020-10-12 ავტორი: Prime Time

კოვიდდადებითი 2 ახალშობილი და 30 ორსული – ვითარება ბათუმის სამშობიარო სახლში

კოვიდდადებითი 2 ახალშობილი და 30 ორსული – ვითარება ბათუმის სამშობიარო სახლში
ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, კიდევ ერთი ბავშვი დაიბადა.
როგორც კლინიკის დირექტორი ნუგზარ პაპავა „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, ფეხმძიმე ქალი ღამის პირველის ნახევარზე შეიყვანა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში და დილით ფიზიოლიგიურად იმშობიარა.
„დღეს დილით იმშობიარა კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა. არანაირი გართულება არ ყოფილა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. იცით, რომ იმ დღესვე ახალშობილს ტესტირება არ უტარდება. სავარაუდოდ ხვალ აუღებენ ნიმუშებს კვლევისათვის და უახლოეს დღეებში გვეცოდინება პასუხი“, – აცხადებს ნუგზარ პაპავა.
ამჟამად ბათუმის სამშობიარო სახლში 30 კოვიდინფიცირებული ქალბატონი და შვიდი ახალშობილია მოთავსებული. აქედან ორი ახალშობილი კოვიდდადებითია, ორის უარყოფითი და  დანარჩენი სამის ტესტირება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
„საბედნიეროდ არ გვყავს მძიმე პაციენტი. არც ერთს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ამ ეტაპზე არ გვაქვს ადგილები, თუმცა დღეს ვგეგმავთ რამდენიმე პაციენტის გაწერას და ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შევძლებთ ახალი ინფიცირებულების მიღებას“, – აცხადებს ნუგზარ პაპავა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X