fbpx
00:16 | 2020-11-22 ავტორი: Prime Time

„ყოველდღე რეკავდა და შველას ითხოვდა, გაუკეთეს ტესტირება და არ არის კოვიდიო უთხრეს, ამის შემდეგ ერთ დღეში გარდაიცვალა“ – რა მოხდა რუსთავში

„ყოველდღე რეკავდა და შველას ითხოვდა, გაუკეთეს ტესტირება და არ არის კოვიდიო უთხრეს, ამის შემდეგ ერთ დღეში გარდაიცვალა“ – რა მოხდა რუსთავში

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მამაკაცი გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფორუსთავი“ ავრცელებს.

 

როგორც ცოლ-ქმრის მეზობლები ვარაუდობენ, შესაძლოა კაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და კოვიდ-19 აქვს ქალსაც, რომელიც ახლა მკურნალობას კლინიკა „რუსთავში“ გადის.

 

სააგენტოს ქეთევან გიორგაძე უყვება, რომ ცოლ-ქმარს რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

 

„10 დღეა ეს ადამიანები არიან ცუდად. ქალს ჰქონდა სიცხე და ყელის ტკივილი. მერე ამას აღარ ჰქონდა სიცხე და მითხრა, ჩემს მეუღლეს აქვსო, 39.7 უფიქსირდება და ვერ ვუგდებთ ტემპერატურასო. ეს გაგრძელდა მთელი შვიდი დღე. ყოველდღე რეკავდა და შველას ითხოვდა. მოვიდა სასწრაფო, გადაიყვანეს, გაუკეთეს ტესტირება და არ არის კოვიდიო უთხრეს. ამის შემდეგ ერთი დღე გავიდა და გარდაიცვალა ეს მამაკაცი. ეს ქალბატონი კი სასუნთქ აპარატზე ჰყავთ შეერთებული ახლა. ბოლოს რომ დავურეკე მითხრა, უკვე იმდენად მძიმედ ვარ შეიძლება ვეღარ გიპასუხოო“, – აცხადებს ქეთევან გიორგაძე.

 

მეზობლები კორპუსის დეზინფიცირებაში დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გარეთ გამოსვლა მათთვის საშიშია.

 

„ვითხოვთ დეზინფექციას. ჩემს სართულს მე ვუვლი, მაგრამ აქ თუ კოვიდი დაფიქსირდა, ამას სხვანაირი მიხედვა სჭირდება, რასაც ჩვენ ვერ შევძლებთ. რამენაირად უნდა დაგვეხმარონ”, – განაცხადა ქეთევან გიორგაძემ.

 

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 65 წლამდე იყო, მისი მეუღლე კი 55 წლისაა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X