15:32 | 2020-03-12 ავტორი: თეონა ყაჭიური

ყოველდღე მივდივარ და კართან ვუტოვებ საკვებს – გამყრელიძის რძალი და შვილიშვილები თვითიზოლაციაში არიან

ყოველდღე მივდივარ და კართან ვუტოვებ საკვებს – გამყრელიძის რძალი და შვილიშვილები თვითიზოლაციაში არიან

„ყოველდღე მივდივარ, კარებთან ვუტოვებ საკვებს და მოვდივარ, როგორც წესია“,- ამირან გამყრელიძე საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თვითიზოლაციის წესები ყველამ კარგად უნდა დაიცვას. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა.

 

„იცით, რომ ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში, ყოველდღე მივდივარ მათთან, კარებთან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. როდესაც მოვდივარ,  შემდეგ ისინი აღებენ კარებს და შეაქვთ სახლში. შემდეგ მე იქიდან გამომაქვს შესაბამისი ნარჩენები, როგორც წესია“,- ამბობს გამყრელიძე.

 

ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის დადასტურების შემდეგ რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მანამდე ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

საქართველოში დღეის მდგომარეობით ინფიცირებული სულ 24 პაციენტია.

 

კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოში პანდემიის სახე მიიღო! – ამის შესახებ, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა განაცხადა.

 

ასევე, დაგაინტერესებთ:

ამირან გამყრელიძე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
2020-03-12ამირან გამყრელიძე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ავადმყოფობა სირცხვილი არ არის“ - ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა
2020-03-07ავადმყოფობა სირცხვილი არ არის“ - ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X