00:04 | 2020-04-09 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი შვილის სა­საფ­ლაოზე… ყვა­ვი­ლე­ბის ყვე­ლა გამ­ყიდ­ვე­ლი მიც­ნობს – მარინა ენდელაძის ტრაგედია

ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი შვილის სა­საფ­ლაოზე… ყვა­ვი­ლე­ბის ყვე­ლა გამ­ყიდ­ვე­ლი მიც­ნობს – მარინა ენდელაძის ტრაგედია

ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლი ვარ. დი­ლით ათის ნა­ხე­ვარ­ზე უკვე სამ­სა­ხურ­ში ვარ. იყო დღე­ე­ბი სა­ერ­თოდ ვერ მივ­დი­ოდით სახ­ლშიწუ­ხელ პირ­ვე­ლად ადრე წა­ვე­დიღა­მის 2 სა­ათ­ზე.“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ დილის გადაცემაში განაცხადა.

 

პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ის პირად ტრაგედიასაც შეეხო.

 

ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს – შვი­ლი მყავს გარ­დაც­ვლი­ლი. სანამ ასეთ რე­ჟი­მზე გადავიდოდი მანამდე ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი შვილის სა­საფ­ლაოზე. ყვა­ვი­ლე­ბის ყვე­ლა გამ­ყიდ­ვე­ლი მიც­ნობს, მათგან ყო­ველ­დღე ვყიდულობდი გვრიგვინს.

 

ბოლო პერიოდში ისე ხშირად ვეღარ ავდივარ საფლავზე. რამდენიმე დღის წინ ყვავილების საყიდლად რომ მი­ვე­დი, ორი გვირ­გვი­ნის ყიდვა გადავწყვიტე, ვიფიქრე, იქნებ რამდენიმე დღე ვეღარ მოვახერხო მისვლა და არ შე­მიძ­ლია ჩემს შვილ­თან არ იყოს კან­დე­ლი და ყვა­ვი­ლე­ბი-მეთქი.

 

გამ­ყიდ­ვე­ლმა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში თან­ხა არ გა­მო­მარ­თვა. ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი, მაგრამ ამასთანავე სა­სი­ა­მოვ­ნო ჟეს­ტი იყო.“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

 

ინფექციონისტს ერთადერთი შვილი 2017 წელს მოულოდნელად გარდაეცვალა. ირაკ­ლი ძიმის­ტა­რაშ­ვი­ლი იურისტი გახლდათ. ის ან­ტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, სა­დაც 13 წლის შვი­ლი საჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.

 

ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში ტე­ლე­წამ­ყვან ნელი აგირ­ბას­თან იმყოფებოდა.

 

ერთი თვის წინ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ ამ ტრაგედიის გადატანაში მას მისი კოლეგა მარინა ეზუგბაია დაეხმარა.

 

სწორედ მან აიძულა სამსახურში გასულიყო რადგან პაციენტებს სჭირდებოდა.

 

ცნობილ ინფექციონისტს 16 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ცოტ­ნე ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი ჩოგბურთელია, მას სპორტის სამყაროში დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ.

 

"ეს ყველაფერი რომ მორჩება გამოვიძინებ…,” – როგორია მარინა ენდელაძის ერთი სამუშაო დღე

"ეს ყველაფერი რომ მორჩება გამოვიძინებ…,” – როგორია მარინა ენდელაძის ერთი სამუშაო დღე 👩‍⚕

Gepostet von შენი დილა • Sheni Dila am Dienstag, 7. April 2020

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები