12:14 | 2020-05-18 ავტორი: თამარ გონგაძე

“კორტესს აზროვნების ვიწრო დიაპაზონი აქვს” – რატომ დაუპირისპირდა პაატა თედიაშვილი პიკანტური ფოტოსესიით ხუაკინ კორტესს

“კორტესს აზროვნების ვიწრო დიაპაზონი აქვს” – რატომ დაუპირისპირდა პაატა თედიაშვილი პიკანტური ფოტოსესიით ხუაკინ კორტესს

ხმაურს მონატრებულმა პაატა თედიაშვილმა, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, სოციალურ ქსელში, პიკანტური ფოტოსესია გამოაქვეყნა.

როგორც ამბობს, ეს ფოტოსესია 17 მაისისთვის სპეციალურად არ დაუმთხვევია და არც ადამიანების ქვიარ კატეგორიის საწინააღმდეგო აქვს რამე და მით უმეტეს, არც ოჯახის სიწმინდეს დაპირისპირებია მოშიშვლებული უკანალით.

 

როგორც აღმოჩნდა, ფოტოსესია „პასო დობლე“ მომღერალს „იმედის“ მეგა შოუ – „ცეკვავენ ვარკვლავებში“ მონაწილეობის დროს გადაუღია. უფრო კონკრეტულად კი, როცა პროექტს გამოეთიშა.

 

Paata TediaSvili-ს ფოტო.

 

თვლის, რომ ამ პროექტში მისთვის ესპანური ცეკვა – პასო დობლე საბედისწერო აღმოჩნდა. უკრაინელი ქორეოგრაფების მიერ კიბერსტილში დადგმული არატრადიციული, პროვოკაციული ესპანური ცეკვა, დაიწუნა ფლამენკოს დიდოსტატმა, ხოაკინ კორტესმა, რომელიც ამ შოუს ჟიურიში იჯდა.

 

„მე მესმის, რომ თქვენ გინდოდათ რაღაც ფუტურისტული დაგედგათ. ეს იყო პასო დობლე, მაგრამ არა ესპანური. მე დამაკლდა პასო დობლეს სული, რომელიც ესპანურ სულს გამოხატავს. პაატა, სახეზე დაძაბულობა შეგატყე“ – იყო კორტესის შეფასება.

 

პაატა თედიაშილი: – პროფესიონალები, რომლებიც ესწრებოდნენ რეპეტიციებს, ამბობდნენ, რომ ჟიურისთვის ეს პასო დობლე გასაგები არ იქნება. მატადორის ფორმისა და ლათინური ქუსლიანი ფეხსაცმლის ნაცვლად გვეცვა თანამედროვე სამოსი, კედები, დრედები, ვიყავით კოსმიური ვიზუალით. კორტესმაც ვერ გაიგო სწორად ჩვენი ვერსია. ავიღეთ ყველაზე დაბალი ქულები და მე და თიკო ჩიტიძეს პროექტის დატოვება მოგვიხდა.

 

Paata TediaSvili-ს ფოტო.

და ამ ფოტოსესიით პასო დობლეზე იძიე შური?

 

– არა (იცინის). იცით, მე მაინც ყველანაირი სიახლის მომხრე ვარ და არ მიმაჩნია სწორად, რომ კლასიკას არ უნდა შეეხო. პირიქით, უნდა აიღო ძველი და ახლებურად დაინახო, თუ დაანახო. ჟიური არ გამოწვევისათვის არ აღმოჩნდა მზად!

 

– მაშინ გამოდის, კორტესი გაგიპროტესტებია…

 

– კი. კორტესს აზროვნების დიაპაზონი აქვს ვიწრო. სწორხაზოვნად ხედავს და ჟიურიში გრაალის მცველივით იდგა თუ იჯდა. გენეტიკა მაინც თავისას შვება. ესპანეთში ვინმეს, რომ ცეკვა ქართული ეცეკვა, თუნდაც თხილამურებით, მე ყველაზე მაღალ ქულას დავუწერდი, რომ საერთოდ დაინტერესდა ქართული ცეკვით.

 

Paata TediaSvili-ს ფოტო.

 

რაც შეეხება ჩემს ფოტოსესიას, პროექტის დატოვებიდან მესამე დღეს გადავიღე. დავით ტრაპაიძე თვითონ დამიკავშირდა და გადამიღო. ჩემი იდეა იყო, რომ ფოტოსესია შემოქმედებითი ყოფილიყო, დავიჭირე მარაო და ჩავიცვი ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლის ჩაუცმელობაც „,მისაყვედურეს“ შოუში.

 

რაც შეეხება სიშიშვლეს, ეს ფოტოხელოვანის ხელწერაა, ტრაპაიძის ყველა მოდელი შიშველია. 30-მდე მოდელი ჰყავს ასე გადაღებული და უახლოეს მომავალში გამოფენასაც გეგმავს.

 

სიშიშვლეს არა მხოლოდ ესთეტიური დატვირთვა აქვს, არამედ ერთგვარ პროტესტს წარმოადგენს. ადამიანი მუდმივად რაღაცისთვის იბრძვის, სიყვარულისთვის, რწმენისთვის, თავის დამკვიდრებისთვის, ბედნიერებისთვის, სარჩო-საბადებლისთვის… ეს ცეკვა ჩემი მაშინდელი ფსიქოლოგიური პორტრეტისთვის უპრიანი აღმოჩნდა.
ეს არის საბრძოლო ცეკვა, სადაც ქალის და მამაკაცის ურთიერთობა თავისი დრამატიზმითა და პერიპეტიებითაა სავსე. მთავრდება ოპტიმისტურად, თუმცა ესეც ინდივიდუალურია, უკავშირდება ადამიანის ბედს, როგორ წარმათავს ის მას. შეიძლება გაუმართლოს, შეიძლება – არა. ამის გამო გვაქვს ადამიანებს პროტესტი.

 

რა ხდება შენს პირადში?

 

– 41 წლის ვარ და არაფერი არ ხდება. მე ახლა ამ პროვოკაციებზე უფრო ვარ ორიენტირებული, ვიდრე დაოჯახებაზე. ნარკოდამოკიდებულივით ვარ იმ აჟიოტაჟზე, რასაც პერიოდულად ვიწვევ. მიჩვევა იცის.

 

ხელოვანს ყოველთვის რაღაცის თქმა სურს და ჩემი პროვოკაციებიც ყოველთვის ამბობს სათქმელს. მსოფლიო დონის არ არის, თუმცა ის, რასაც ვაკეთებ, ჩემთვის საინტერესოა.

 

ხშირ შემთხვევაში, ვერ ხვდებიან ჩემს სათქმელს. დრო რომ გადის, მერე მეუბნებიან, ახლა ვხვდებით, სიმღერაში რაც თქვიაო.

 

მასა ინერციას მიყვება. ადამიანების ლანძღვა მოდურია. ერი შიზოფრენიამდეც მივიდა-მეთქი, ვთქვი ერთ ინტერვიუში. შიზოფრენიისთვის არის დამახასიათებელი ინფანტილურობა, ზედაპირული დამოკიდებულება… ყველას ვერც მოთხოვ, გაგიგონ.

 

– კარანტინის დროს რა აკეთე?

 

– მე, დედა და ჩემი და სახლში ვიყავით იზოლირებული. დედა 70 წელსაა გადაცილებული და გარეთ არ ვუშვებდით, ვუფრთხილდებოდით. ჩვენი ქორეოგრაფიულ ანსამბლი “ოქროს ფარი”, რომელიც ხაშურში გვაქვს, ჩვენი ძირითადი შემოსავლის წყაროა და მისმა დროებითმა გაჩერებამ, ჩვენს მატერიალურ მხარეზე იმოქმედა, თუმცა ჯანმრთელობა უმთავრესია.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X