fbpx
12:53 | 2021-01-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

კორონავირუსზე აცრამდე მოქალაქეებს სპეციალური კითხვარის შევსება მოუწევთ

კორონავირუსზე აცრამდე მოქალაქეებს სპეციალური კითხვარის შევსება მოუწევთ

იმუნიზაციამდე მოქალაქეები სპეციალურ კითხვარს შეავსებენ, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

 

„ჩვენ შეიძლება ვინერვიულოთ ის ეფექტურია თუ არა, რამდენი ხანი დაგვიცავს. საზოგადოება ამაზე უნდა მსჯელობდეს. სანამ ჩვენამდე მოაღწევს, 200 მილიონი და კიდევ მეტი იქნება ვაქცინირებული, ამიტომ თუ რაიმე გვერდითი მოვლენები გამოვლინდება სერიოზული, პირველ რიგში, ის ქვეყნები შეაჩერებენ პროცესს.

 

ჯერ მსგავსი არ მომხდარა. ამიტომ, რა საკვირველია, ჩვენს ქვეყანაშიც იქნება სპეციალური კითხვარი, რომელიც ადამიანმა, სანამ მას ვაქცინა გაუკეთდება უნდა შეავსოს, მოახსენოს ექიმს და არ დაუმალოს არაფერი ალერგიასთან, ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ექიმმა „კურიერთან“ საუბრისას.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X