01:11 | 2020-11-28 ავტორი: Prime Time

“კორონავირუსზე ამბობენ, ჩვეულებრივი გრიპიაო, რომელი გრიპი კლვას 2 თვეში 1 000 ადამიანს?” – პაატა იმნაძე

“კორონავირუსზე ამბობენ, ჩვეულებრივი გრიპიაო, რომელი გრიპი კლვას 2 თვეში 1 000  ადამიანს?” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული

ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძე “პირველი არხის” ეთერში განაცხადა, რომ ინფქციონისტები მთავრობისგან უფრო მკაცრ შეზღუდვებს ითხოვდნენ, თუმცა მოქალაქეთა ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

 

პაატა იმნაძის თქმით, მიუხედავად საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა და გარდაცვალების რაოდენობის ზრდისა, მოქალაქეთა ნაწილს ვირუსის არსებობის ისევ არ სჯერა და მას “ჩვეულებრივ გრიპად” მოიხსენიებენ.

 

„ეს ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული, მათაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშუალება უნდა მისცე. ძალიან მძიმეა გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს. ჩვენ ათასი ადამიანი დავკარგეთ უკვე. კითხვაც დასვით, არიან ადამიანები, ვისაც არ სჯერა და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია. ერთი, გრიპი გამახსენოს ვინმემ და თქვას, ხომ ქვეყნდება ხოლმე გრიპისგანაც სტატისტიკა, გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა – 27 ნოემბრის მონაცემები

ავტორი: Prime Time

X