fbpx
23:37 | 2021-01-09 ავტორი: Prime Time

კორონავირუსზე ახალმა ​კვლევამ შემაშფოთებელი შედეგი აჩვენა – ნახეთ, ვინ ავრცელებს ვირუსს ყველაზე ხშირად

კორონავირუსზე ახალმა ​კვლევამ შემაშფოთებელი შედეგი აჩვენა – ნახეთ, ვინ ავრცელებს ვირუსს ყველაზე ხშირად

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით, კოვიდ-19-ს ძირითადად უსიმპტომო ადამიანები ავრცელებენ. სხვადასხვა სცენარით ანალიტიკური მოდელების შეფასებამ აჩვენა, რომ იმ ინდივიდებზე, ვისაც დაავადების სიმპტომები არ ჰქონიათ, ინფექციის გავრცელების ნახევარზე მეტი შემთხვევა მოდის. მეცნიერებმა შეისწავლეს პრესიმპტომატური პაციენტები, სიმპტომატური და ისეთები, ვისაც სიმპტომები არასდროს გამოვლენიათ.

 

ასევე დაგაინტერესებთ → რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეთ კოვიდ ვაქცინებს

 

ნაშრომის მიხედვით, ასიმპტომატურ ადამიანებზე მოდის აღრიცხული გავრცელების 59%. აქედან 35 პროცენტს გავრცელებისას სიმპტომები ჯერ არ ჰქონდა, 24 პროცენტს კი კოვიდ-19-ის სიმპტომები საერთოდ არ ჰქონია. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერები ამბობენ, რომ მათ მოდელს ზუსტი ანგარიშის მომზადების პრეტენზია არ აქვს და ეს უმეტესად ახალი კორონავირუსის გავრცელების სავარაუდო შეფასებებია.

 

 

ნახეთ ვიდეო – ახალი პრეპარატი კორონავირუსის წინააღმდეგ

 

 

შესაბამისად, მხოლოდ იმ ადამიანების ამოცნობა და იზოლირება, ვინც ინფექციის მატარებელია, ახალი კორონავირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებს. „გავრცელების ეფექტური კონტროლი მოითხოვს ისეთი ადამიანებისგან გადაცემის რისკის შემცირებას, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ“ – აღნიშნავენ ამერიკელი მეცნიერები. მათი აზრით, „სტრატეგიული ტესტირება იმ ადამიანების, ვინც ავად არ არის, იქნება გადამწყვეტი კოვიდ-19-ის გავრცელების შენელების საქმეში, სანამ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები გახდება ფართოდ ხელმისაწვდომი“.

 

კვლევის ავტორები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ ჯანმრთელად ყოფნა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჯანდაცვის რეკომენდაციები არ დავიცვათ. ნიღბების ტარება, ფიზიკური დისტანციის დაცვა, ხელების ხშირად დაბანა და ჯგუფური თავშეყრებისთვის თავის არიდება, კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება.

 

წყარო: ამერიკის ხმა

 

„მესამე ტალღას მივიღებთ უფრო ადრე, ვიდრე ველოდებით“ - გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება და მიმართვა ხელისუფლებას
2021-01-09„მესამე ტალღას მივიღებთ უფრო ადრე, ვიდრე ველოდებით“ - გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება და მიმართვა ხელისუფლებას

ავტორი: Prime Time
X