fbpx
12:44 | 2020-04-10 ავტორი: Prime Time

კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს – აშშ-ს ელჩი

კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს – აშშ-ს ელჩი

„კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს“,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.

 

მინისტრმა ელჩს, ქვეყანაში და ჯანდაცვის სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

შეხვედრისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მრუდი არის სტაბილური, რასაც ხელი შეუწყო გავრცელების პირველივე ეტაპზე გადადგმულმა სწორმა ნაბიჯებმა.

 

„მინისტრთან ძალიან  სასარგებლო დიალოგი შედგა. რა თქმა უნდა აშშ-ს საელჩო თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე ვითარებას. განვიხილეთ, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს. მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების მრუდი არის სტაბილური, ქვეყანა არ იშურებს ძალისხმევას შეაჩეროს ინფექციის გავრცელება და თავიდან იქნას აცილებული ისეთი პიკი, რომელიც ჯანდაცვის  სისტემისთვის რთული იქნება.

 

მთავრობამ ძალიან კარგი სამუშაოები გაატარა, არა მარტო უშუალოდ ინფიცირებულთა მართვის თვალსაზრით, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით.

 

მინდა ავღნიშნო, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში მიჰყვება და ითვალისწინებს შესაბამის რეკომენდაციებს.

 

მნიშვნელოვანია სახლში დარჩენა, ხელების რეგულარულად დაბანა და სოციალური დისტანცირება.

 

სწორედ მსგავსი ქცევა ახდენს დიდ გავლენას ვირუსის გავრცელებაზე და ეხმარება საქართველოს, რომ  ინფიცირებულთა რიცხვი იყოს ასეთი მცირე.

 

საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი
2020-04-09საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

 

მოსაწონი და მისასალმებელია საქათველოს მთავრობის, ჯანდაცვის მინისტრისა და სხვა სამინისტროების, პრემიერ მინისტრის, პრეზიდენტის მიერ გატარებული ის შესანიშნავი სამუშაოები, რასაც ამ რეალურად საგანგებო სიტუაციაში აკეთებენ“, – განაცხადა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

 

ბოლო მონაცემებითქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა 230-მდე გაიზარდა.

 

გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი. კორონავირუსის შედაგად გარდაცვლილია 3 ადამიანი.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X