19:44 | 2020-03-21 ავტორი: Prime Time

კორონავირუსმა თეთრ სახლში შეაღწია?! – ვიცე პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელი ინფიცირებულია

კორონავირუსმა თეთრ სახლში შეაღწია?! – ვიცე პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელი ინფიცირებულია

თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის ოფისის თანამშრომელი კორონავირუსით არის ინფიცირებული.

 

„ამ საღამოს შეგვატყობინეს, რომ ვიცე-პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლის ტესტირების შედეგი დადებითია. არც პრეზიდენტ ტრამპს და არც ვიცე-პრეზიდენტ პენსს აღნიშნულ პირთან მჭიდრო კონტაქტი არ ჰქონიათ“, – აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტის სპიკერმა.

 

მისივე თქმით, კონტაქტებზე დაკვირვება დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს.

 

ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ხელმძღვანელობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები