14:42 | 2020-04-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

კორონავირუსით „Star Wars-ის“ მსახიობი გარდაიცვალა

კორონავირუსით „Star Wars-ის“ მსახიობი გარდაიცვალა

ცნობილი საგის „ვარსკვლავური ომების“ ბრიტანელი მსახიობი 76 წლის ენდრიუ ჯეკი, რომელიც „Major Caluan Ematt-ის“ როლს ასრულებდა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

მისი აგენტის განცხადებით, მსახიობის ცოლი ავსტრალიაში ასევე კარანტინში იმყოფება და სიცოცხლის ბოლო დღეებში ქმართან დამშვიდობება ვერ მოახერხა.

 

ენდრიუ ჯეკს მაყურებლები ფილმებში Star Wars: The Force Awakens და Star Wars: The Last Jedi შესრულებული როლებით იცნობენ.

 

თუმცა, კინოსამყაროში ის უფრო ცნობილი იყო, როგორც მსახიობების სამეტყველო ენის ინსტრუქტორი: ის მსახიობებს ეხმარებოდა, რომ როლისთვის საჭირო სპეციალური აქცენტი, დიალექტი თუ ხმის ტემბრი შესაბამისად აეთვისებინათ.

 

ენდრიუ ჯეკს ამ პროფესიული ნიშნით ისეთ ფილმებზე უმუშავია, როგორებიცაა Avengers, The Lord of the Rings, Thor: Ragnarok, Batman Begins და ა.შ.

 

კინოსთვის ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურის გარდაცვალებას გამოეხმაურა Star Wars-ის კიდევ ერთი მსახიობი, გრეგ გრუნბერგი.

 

მან ამ „საოცრად ნიჭიერი, შესანიშნავი და ყველასთვის ძვირფასი ჯენტლმენის“ გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა:

 

„ის ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ადამიანი იყო, ვისთანაც მითანამშრომლია“,- განაცხადა მან.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X