12:25 | 2020-05-08 ავტორი: ლიზი მეტრეველი

კორონავირუსით საქართველოს 22 მოქალაქეა გარდაცვლილი – 9 საქართველოში, 13 საზღვარგარეთ

კორონავირუსით საქართველოს 22 მოქალაქეა გარდაცვლილი – 9 საქართველოში, 13 საზღვარგარეთ

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით საქართველოს 22 მოქალაქეა გარდაცვლილი.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში სულ საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა.

 

ამასთან, ცნობილია, რომ საქართველოში ამ დროისთვის გარდაცვლილია 9 მოქალაქე.

 

ზალკალიანის ინფორმაციით, უცხო ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულია საქართველოს 45 მოქალაქე.

 

რაც შეეხება გარდაცვლილთა გადმოსვენებას, მინისტრის თქმით, არსებული შეზღუდვების გამო, ეს პროცესი გმკაცრებულია და საგარეო უწყება ამ შემთხვევაში, გარდაცვლილთა ოჯახებს ადგილზე ეხმარება.

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X