fbpx
20:39 | 2021-01-03 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით კიდევ ერთი მღვდელმსახური გარდაიცვალა – საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

კორონავირუსით კიდევ ერთი მღვდელმსახური გარდაიცვალა – საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

 

„მამა თეოდორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. დეკანოზი თეოდორე დასვენებულია თერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში. იგი დაიკრძალება ხვალ, 2021 წლის 4 იანვარს.

 

ვინც ბედობას მომილოცავს, იმ წუთშივე წავშლი მეგობრობიდან - დეკანოზი თამაზ ლომიძე
2021-01-03ვინც ბედობას მომილოცავს, იმ წუთშივე წავშლი მეგობრობიდან - დეკანოზი თამაზ ლომიძე

 

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეოდორეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი თეოდორე“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ავტორი: Prime Time
X