21:09 | 2020-03-25 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 75 -მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა. აღნიშნულ  ინფორმაციას STOPCOV.GE  ავრცელებს.

 

ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთ-ერთი ბათუმში გამოვლინდა. „ბათუმელების ინფორმაციით, ამ ფაქტს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

 

COVID-19 – ახალი შემთხვევას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის გადაყვანილი იქნა სარფის საბაჟოდან, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ.

 

დღეის მონაცემებით აჭარაში სულ კორონავირუსის 6 შემთხვევაა დადასტურებული. ექვსივე პაციენტს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის,ზაალ მიქელაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათგან ერთი პაციენტი იმყოფება განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ, რადგან აღენიშნება სხვა დაავადებებიც.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 75 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

 

საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 37 წელია, მაქსიმალური – 82, ხოლო მინიმალური – 2 წელი.

 

!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე განკურნებულია 10 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

დატოვე კომენტარი