15:03 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით ინფიცირებული N1 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

კორონავირუსით ინფიცირებული N1 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დაუდასტურა.

 

ინფორმაცია თავდაპირველად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში აისახასადაც საქართველოს ცხრილში მითითებულია, რომ ქვეყანაში 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამავე ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 29 ადამიანს აქვს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

 

26 თებერვალი – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ინფიცირებული აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოსული შუახნის ქართველი მამაკაცია. სწორედ ეს არის N1 პაციენტის შემთხვევა.

 

ამ დროის მონაცემებით, სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge კვლავ მითითებულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში – 439 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები