01:24 | 2020-04-06 ავტორი: ნინი ტაველიძე

კორონავირუსით ინფიცირებული ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

კორონავირუსით ინფიცირებული ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, 10 დღე გავიდა, რაც ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა ინფექციის სიმტომები კვლავ აღენიშნება. ბორის ჯონსონს ტესტს ჩაუტარებენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდება. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, ჯონსონს უნარჩუნდება ვირუსისთვის დამახასიათებელი მუდმივი სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.

 

მათივე ინფორმაციით, ეს ფასდება როგორც გამაფრთხილებელი ნაბიჯი, რომელიც მიღებულია მისი ექიმის მიერ.

 

ბორის ჯონსონი კვლავაც პასუხისმგებელია მთავრობის მუშაობაზე და მოუწოდებს ადამიანებს, გაითვალისწინონ მისი რჩევა სოციალური დისტანციის თაობაზე.

 

 

ამავე თემაზე:

 

VIDEO: ბორის ჯონსონის მრჩეველი პრემიერ-მინისტრის კაბინეტიდან გაიქცა

 

ბორის ჯონსონის საცოლე აცხადებს, რომ კორონავირუსი ჰქონდა

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X