fbpx
16:23 | 2020-09-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კორონავირუსით ინფიცირებული 3 თვის ჩვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

კორონავირუსით ინფიცირებული 3 თვის ჩვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

კორონავირუსით ინფიცირებული სამი თვის ბავშვი ჩოხატაურიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა, მას დამატებითი კვლევები უტარდება.

 

„კატასტროფის ჯგუფმა შემოიყვანა ჩვილი. მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება, არ აღენიშნება პნევმონია და სხვა გართულებები. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 10 კოვიდ ინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას“, – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

 

ამ დროისთვის ქუთაისის უნფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 10 პაციენტი მკურნალობს.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X