17:36 | 2020-04-08 ავტორი: თამთა თორდია

კორონავირუსით ინფიცირებულ დედას ჩვილის ძუძუთი გამოკვება არ ეკრძალება – დავით გაგუა

კორონავირუსით ინფიცირებულ დედას ჩვილის ძუძუთი გამოკვება არ ეკრძალება – დავით გაგუა

კორონავირუსზე ძალიან მწირია მტკიცებულებები, ამიტომ გვიჭირს იმის თქმა, რომ კორონავირუსი ორსულებზე უფრო მეტად მოქმედებს თუ არა, – ამის შესახებ მეან-გინეკოლოგმა დავით გაგუამ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

 

კორონავირუსზე ძალიან მწირია მტკიცებულებები, ამიტომ გვიჭირს იმის თქმა, რომ კორონავირუსი ორსულებზე უფრო მეტად მოქმედებს თუ არა.

 

ვირუსი არ არის აღმოჩენილი არც სანაყოფე წყლებში, არც დედის რძეში და შესაბამისად ვარაუდი, რომ დედიდან კორონავირუსი ნაყოფზე გადაეცემა დამტკიცებული არ არის“, – აღნიშნა მეანგინეკოლოგმა.

 

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ დედას ჩვილის ძუძუთი გამოკვება არ ეკრძალება.

 

„ძუძუთი კვება არ იზღუდება, ის მიღებული და დაშვებულია, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს დაცული ყველა ჰიგიენური წესები: ხშრად ხელების დაბანა, პირბადე“, – განაცხადა დავით გაგუამ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 48 მოქალაქე.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები