10:13 | 2020-03-24 ავტორი: თეონა ყაჭიური

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 66-მდე გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 66-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

როგორც მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე წერია, ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 66-ს შეადგენს.

 

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 235.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 8 პაციენტი.

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები