fbpx
15:48 | 2020-03-27 ავტორი: თამთა თორდია

კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები საქართველომ უნდა დაიცვას – თამარ გაბუნია

კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები საქართველომ უნდა დაიცვას – თამარ გაბუნია

კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვასთან დაკავშირებით შემუშავებული წესები მაქსიმალური სიზუსტით უნდა შესრულდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

 

მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაციების სრული პაკეტი გამოაქვეყნა, რაც საქართველომაც მაქსიმალური სიზუსტით უნდა დაიცვას.

 

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სრული პაკეტი იმ რეგულაციების და წესების, რაც ყველამ სხვადასხვა გარემოში უნდა გაითვალისწინოს.

 

ჩვენც, რა თქმა უნდა, ვართ სრულად შესაბამისობაში იმ საერთო პაკეტთან რეგულაციების, რაც მსგავს სიტუაციაში უნდა იქნას დაცული.

 

ეს წესები არის შესასრულებლად სავალდებულო, რადგან არის დაკავშირებული განსაკუთრებით მნიშვნელოვან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემასთან.

 

ყველა ის წესი, რომელიც ამ კონკრეტულ წესთან ერთად გამოიცა მინისტრის ბრძანებით, უნდა შესრულდება მაქსიმალური სიზუსტით,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

26 მარტს, ცნობილი გახდა, რომ საქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა.

 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებისა და #16 დანართის თანახმად:

 

 

  • კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;

 

 

  • ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;

 

 

  • სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.

 

 

  • საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.

 

ცნობისთვის, კორონავირუსის შედეგად, საქართველოს სამი მოქალაქე ესპანეთში გარდაიცვალა. ერთ-ერთ გარდაცვლილის ოჯახმა კრემაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X