14:43 | 2020-06-28 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტის მეუღლეც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტის მეუღლეც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტის მეუღლის მდომარეობა სტაბილურია.

 

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი
2020-06-28ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი
„გარდაცვლილის მეუღლეც ჩვენთან, კლინიკაში მკურნალობს. ისაა ასაკოვანი, 84 წლის ქალბატონი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ის, ასაკიდან და არსებული თანმხლები დაავადებებიდან გამომდინარე, მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. მას აქვს გულის მძიმე მიმდინარეობის უკმარისობა, პიპერტენზია“ – აცხადებს ლიკა მუმლაძე.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით მე-15 პაციენტი, 82 წლის კაცი გარდაიცვალა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X