22:39 | 2020-04-07 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით გარდაცვლილი 86 წლის ქალი ცნობილი მსახიობის ოჯახის წევრია

კორონავირუსით გარდაცვლილი 86 წლის ქალი ცნობილი მსახიობის ოჯახის წევრია

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 86 წლის ქალი, რომელიც დღეს კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მსახიობის ოჯახის წევრია.

 

ჩვენ მის ვინაობას არ ვასახელებთ, თუმცა გეტყვით, რომ ვირუსი პირველად მსახიობის ყოფილ მეუღლეს დაუდგინეს, რომლისგანაც ის შვილს და ოჯახის სხვა წევრებს გადაედოთ.

 

მათ შორის 86 წლის დედას, რომელსაც სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. ასაკოვანი ქალბატონი დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა.

 

ამ დრომდე მკურნალობას გადიან ოჯახის სხვა წევრებიც. ჩვენი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

თავად მსახიობი დაინფიცირებული არ არის, თუმცა ის მთელი ამ ხნის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

დღეს, საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა.

 

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ექიმებმა იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე ადამიანს შეუძლია.

 

მისი თქმით, ეს იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ჩვენთან იმყოფებოდა. პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X