fbpx
14:43 | 2020-10-21 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით გარდაცვლილების შესახებ მონაცემები რეგიონების მიხედვით – 21 ოქტომბრის ქრონიკა

კორონავირუსით გარდაცვლილების შესახებ მონაცემები რეგიონების მიხედვით – 21 ოქტომბრის ქრონიკა

დღეს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 7 გარდაიცვალა აჭარაში, 3 იმერეთის რეგიონში, 1 სამეგრელო სვანეთში. ასევე გარდაცვლილი ერთ-ერთი პაციენტი 30 წლისაა.

 

დეტალური ცნობები გარდაცვლილების შესახებ: 

90 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, დიაგნოზი: პნევმონია – COVID 19, გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული გიპერტენზია, გადატანილი ინფარქტი, გადატანილი ინსულტი.

 

62 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი,დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია; თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (პროგრამული გემოდიალიზი).

 

75 წლის კაცი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, დიაგნოზი: პნევმონია – COVID 19; გულის უკმარისობა, აორტული სარქვლის ნაკლოვანება; არტერიული ჰიპერტენზია.

 

81 წლის კაცი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი; დიაგნოზი: პნევმონია – COVID 19; სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია.

 

78 წლის, რესპუბლიკური საავადმყოფო; დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია;

 

73 წლის ქალი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო; დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება,პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა​; თანმხლები დაავადებები : მენინგიომა, პოლინეიროპათია.

 

54 წლის კაცი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, დიაგნოზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება.

 

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. 73 წლის მამაკაცი გალიდან და 70 წლის ქალი სამეგრელოდან. ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

 

„დღეს, გარდაიცვალა ორი პაციენტი, 73 წლის მამაკაცი და 70 წლის ქალი. პაციენტებს კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ქონდათ. მათი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ . კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, დაავადების მძიმე მიმდინარეობის გამო,სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

 

თერჯოლის კოვიდკლინიკაში გარდაცვლილი 47 წლის მამაკაცია. კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის თქმით, პაციენტს სხვა თანმდევ დაავადებებთან ერთად ფსიქიკური პრობლემაც ჰქონდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. პაციენტი კლინიკაში 16 ოქტომბერს შეიყვანეს და გუშინ გარდაიცვალა.

 

65 წლამდე ასაკის მამაკაცი, ზუგდიდიდან, ე.წ „ოქროს ბირჟის“ კლასტერი. პაციენტი თავიდან რუხის კოვიდ ცენტრში მკურნალობდა, ხოლო ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი თბილისში გადაიყვანეს. პაციენტს გულ-სისხლძარღვთა თანმდევი დაავადებები აწუხებდა.

 

გარდაცვლილია ასევე 30 წლამდე პაციენტი, რომლის შესახებაც დეტალები პრაიმტაიმმა ექსკლუზიურად მოიპოვა.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X