
სასწრაფო დახმარების განყოფილების მედდას, ბეტი გრიერ გალეჰერს, რომელსაც 50-წლიანი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა, კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას, სამსახურის დატოვება შესთავაზეს, ვინაიდან ის რისკჯგუფს მიეკუთვნებოდა. თუმცა ბეტმა შეთავაზებაზე უარი თქვა და სამსახურში დარჩა.
თითქმის ერთი წლის შემდეგ კი, 10 იანვარს, კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავისი საქმის, ხალხის სიყვარულისა და მისი საჭიროების გააზრების გამო, ბეტი სხვა თანამშრომლებთან ერთად, ვირუსს 2020 წლის დეკემბრამდე ებრძოდა, თუმცა შემდეგ დაინფიცირდა.
ბეტი გალეჰერი ალაბამას კუსა ველის სამედიცინო ცენტრში, ღამის ცვლაში მუშაობდა. მისი შვილის თქმით, იგი ახალგაზრდა მედდებს მენტორობდა. მედდა ყველასათვის საყვარელი ადამიანი იყო. ბეტი თავის პაციენტებსა და თანამშრომლებზე, როგორც თავის ოჯახის წევრებზე სწორედ, ისევე ზრუნავდა. მას „მის ბეტისა“ და „სამსახურის დედას“ ეძახდნენ.
@rnangler She left behind a legacy #nurse #emergency #nursing #covid #rip #betty #fyp #imissyou
„მას ეს თავის გამოსაჩენად არ გაუკეთებია. მან ეს იმისთვის გააკეთა, რომ ასეთი იყო. ეს მისი გამოძახილი იყო“ – ამბობს გამოცემასთან გარდაცვლილის ვაჟი,კარსონ გრიერი.
იგი, თავისი 79-ე დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე, გარდაიცვალა.