fbpx
13:36 | 2020-10-20 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით დღეს ყველაზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

კორონავირუსით დღეს ყველაზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ყველაზე ახალგაზრდა, 40 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, პაციენტი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

 

ქალი ცენტრში გუშინ შეიყვანეს. იგი საავადმყოფოში შეყვანიდან დაახლოებით 19 საათში გარდაიცვალა.

გთხოვთ მოქალაქეებს! - 112 საგანგებო განცხადებას ავრცელებს
2020-10-20გთხოვთ მოქალაქეებს! - 112 საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 

როგორც აჭარის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, მისი დიაგნოზი, ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები იყო: ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ჭვალი.

 

ასევე მას ჰქონდა თანმხლები დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და თანდაყოლილი ცერებრული დამბლა.

 

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ყველაზე მეტი, 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X