
კლინიკა „ბაუ“-ში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი გარდაცვლილი 56 წლის ექიმი მადონა ტაკიძეა. ექიმი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა. მადონა ტაკიძე „ბაუ“-ს კოვიდცენტრში 17 ოქტომბრიდან იმყოფებოდა.
„შემოყვანის შემდეგ მალევე დამძიმდა მისი მდგომარეობა. გადაყვანილი იყო რეანიმაციაში ხელოვნურ სუნთქვაზე. კორონავირუსის შედეგად დაზიანებული ჰქონდა ფილტვების დიდი ნაწილი, 20 ქულაზე მეტი. მას თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა“, – აცხადებენ კლინიკა ბაუში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე