13:33 | 2020-02-03 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით დაავადებულმა ქალმა ბავშვი გააჩინა

ჩინეთში, ქალაქ ჰარბინში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა იმშობიარა. ამის შესახებ გამოცემა ECNS წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, დაინფიცირებულმა ქალმა 30 იანვარს იმშობიარა. ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, ის 3.05 კილოს იწონის.

 

რამდენიმედღიანი სამედიცინო საკარანტინო დაკვირვების შემდეგ, დედის და ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ისინი ახლა იზოლირებულ დაკვირვების ქვეშ არიან.

 

ახალშობილს კორონავირუსის ტესტირება ორჯერ ჩაუტარეს, ბავშვს სიმპტომები არ აღმოაჩნდა.

 

კონსულტაციების შედეგად ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ 38 თვის ორსული ქალისთვის საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი