12:47 | 2020-03-30 ავტორი: თეონა ყაჭიური

კორონავირუსით აშშ-ში 200 ათასამდე ადამიანი დაიღუპება – ენტონი ფაუჩის პროგნოზი

კორონავირუსით აშშ-ში 200 ათასამდე ადამიანი დაიღუპება – ენტონი ფაუჩის პროგნოზი

კორონავირუსით შეერთებულ შტატებში სავარაუდოდ 200 ათასამდე ადამიანი დაიღუპება. ამის შესახებ „Guardian“-ი ამერიკის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.

 

როგორც ენტონი ფაუჩი ამბობს, ახლა ყველას სჭირდება პროგნოზის გაკეთება.

 

„დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, გვექნება 100-დან 200 ათასამდე ლეტალური შემთხვევა. კორონავირუსით სავარაუდოდ მილიონობით ადამიანი ინფიცირდება,“-აღნიშნა ფაუჩიმ.

 

ამერიკა დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ დროისთვის დადასტურებულმა შემთხვევებმა ქვეყანაში 143 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი – 2500-ს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X