02:53 | 2020-04-17 ავტორი: ნინი ტაველიძე

კორონავირუსით 28 წლის ფეხმძიმე ექთანი გარდაიცვალა, ახალშობილი გადაარჩინეს (ლონდონი)

კორონავირუსით 28 წლის ფეხმძიმე ექთანი გარდაიცვალა, ახალშობილი გადაარჩინეს (ლონდონი)

ლონდონში კორონავირუსით 28 წლის ორსული მედდა მერი აგიაპონგი გარდაიცვალა.

 

ის ლუტონის და დანსტებლის საუნივერსისტეტო ჰოსპიტალში 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

მერის კორონავირუსი 5 აპრილს დაუდასტურდა, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ის 7 აპრილს გადაიყვანეს.

 

ექიმების გადაწყვეტილებით აგიაპონგს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ბავშვის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელი, თუმცა უცნობია, აქვს თუ არა ახალშობილს კორონავირუსი.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +