11:16 | 2020-04-12 ავტორი: Prime Time

კორონავირუსისგან უკვე 63 პაციენტია გამოჯანმრთელებული

კორონავირუსისგან უკვე 63 პაციენტია გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსისგან 63 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 405 მოქალაქე რჩება.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ამ დროის მონაცემებით 252-ია.

 

საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები