11:32 | 2021-06-12 ავტორი: Prime Time

კორონავირუსისგან დაზიანებული გენეტიკა – მეცნიერები ვირუსისგან გამოწვეულ კიდევ ერთ მძიმე დაავადებაზე საუბრობენ

კორონავირუსისგან დაზიანებული გენეტიკა – მეცნიერები ვირუსისგან გამოწვეულ კიდევ ერთ მძიმე დაავადებაზე საუბრობენ

კლივლენდის კლინიკის ახალმა გამოკვლევამ გამოავლინა ის მექანიზმები, რომლითაც COVID-19-მა შეიძლება დემენცია გამოიწვიოს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ს, შესაძლოა, თავის ტვინის მუშაობაზე გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს. ამის შესახებ სამედიცინო ცენტრის განცხადებაში ვკითხულობთ.

 

მკვლევარებმა აღმოაჩინეს მჭიდრო კავშირი ვირუსსა და გენებს/ცილებს შორის, რომლებიც დაკავშირებულია რამდენიმე ნევროლოგიურ დაავადებასთან, განსაკუთრებით ალცჰეიმერთან, სადაც მითითებულია, თუ როგორ შეიძლება COVID-19-მა გამოიწვიოს დემენცია.

 

მკვლევრებმა ასევე გააანალიზეს გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც SARS-COV-2-ს საშუალებას აძლევს  ტვინის ქსოვილებსა და უჯრედებს მოედოს.

 

 

”მეცნიერებმა მჭიდრო კავშირი აღმოაჩინეს ცილებს შორის, რომლებიც რამდენიმე ნევროლოგიურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ალცჰაიმერთან. რაც იმაზე მიუთითებს, რომ COVID-19-მა შეიძლება გამოიწვიოს დემენცია ან მისი გამწვავება. მონაცემები მიუთითებს, რომ ვირუსის სამიზნეს, შესაძლოა, ის გენები წარმოადგენდნენ, რომლებიც ტვინში ნერვულ ანთებასა და მიკროვასკულურ დაზიანებებს იწვევს”, – ვკითხულობთ მოხსენებაში.

 

„საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გზას გავუხსნით კვლევას, რომელიც გამოიწვევს ტესტირებად და გაზომვად ბიომარკერებს, რომლებიც შეძლებენ COVID-19 დაავადებით ნევროლოგიური გართულებების ყველაზე მაღალი რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიცირებას”, – თქვა ექიმმა ჩენგმა.

 

დოქტორი ჩენგი და მისი გუნდი ამჟამად ცდილობს გამოავლინოს ახალი თერაპიული მიზნები ნევროლოგიური პრობლემებისათვის, რომლებიც ასოცირდება COVID-19-თან.

 

 

დაგაინტერესებთ:

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!