14:16 | 2020-02-03 ავტორი: Prime Time

კორონავირუსისგან 475 ადამიანი განიკურნა

კორონავირუსისგან 475 ადამიანი განიკურნა

დღევანდელი დილის მონაცემებით კორონავირუსისგან 475 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ბოლო მონაცემებით,  ვირუსმა ქვეყანაში 361 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 17 205-ია.

 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ჩვენ ისევ ვრჩებით დაბალი რისკის ქვეყანათა ჯგუფში.

 

ჩინეთს გარეთ გარდაცვლილთა ერთი შემთხვევა ფილიპინებზე დაფიქსირდა.

 

როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, ვირუსის დაფიქსირდა 8 შემთხვევა, როცა ვირუსი დაუდგინდათ ადამიანებს, ვინც ჩინეთში არ იმყოფებოდა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა ჩინეთში, ჩავიდა საკუთარ ქვეყანაში და სხვას გადასდო ვირუსი.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X