18:47 | 2020-03-25 ავტორი: ნინი ტაველიძე

კორონავირუსის წვეულებაზე ერთი ადამიანი COVID-19-ით დაინფიცირდა

კენტუკიში 20 წელს გადაცილებულმა ახალგაზრდებმა კორონავირუსის წვეულება გამართეს, სადაც COVID-19-ით ერთი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ buzzfeednews წერს.

 

კენტუკის გუბერნატორმა, ენდი ბიშერმა წვეულების ორგანიზატორები და მონაწილეები გააკრიტიკა.

 

„ყველა, ვინც ასე იქცევა შეიძლება ფიქრობდეს, რომ სხვას ამით ზიანს არ აყენებს. ვერ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი მათი საყვარელი ადამიანებისთვის ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს“,- განაცხადა ბიშერმა.

 

წვეულებაზე დამსწრე ადამიანთა რაოდენობა გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია. ბიშერმა ის მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციაში რჩებიან, პასუხისმგებლობის გამო შეაქო, დანარჩენებს კი „კორონავირუსის წვეულებებისგან“ თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

 

„ჩვენ საკუთარ მშობლებზე, ბებიებსა და ბაბუებზე უნდა ვიზრუნოთ, ასეთმა საქციელმა შეიძლება ადამიანები მოკლას. იმედი მაქვს, მსგავსი რამ აღარ განმეორდება, შეგვიძლია ამაზე ბევრად უკეთესად მოვიქცეთ “, – თქვა მან.

 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, კენტუკის შტატში კორონავირუსით ინფიცირების 163 შემთხვევაა და 4 გარდაცვალება ფიქსირდება.

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები