14:18 | 2020-05-12 ავტორი: თეონა ყაჭიური

კორონავირუსის შემდეგ, მსოფლიოში პოპულალური ჟურნალი მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს

კორონავირუსის შემდეგ, მსოფლიოში პოპულალური ჟურნალი მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს

პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი The Culturetrip კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ მკითხველს თბილისსა და ევროპის 6 ქალაქში მოგზაურობას ურჩევს.

 

6 ქალაქს შორის, საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა.

 

ჟურნალში სტატია სათაურით „მოგზაურობა კორონავირუსის შემდეგ: ევროპის ნაკლებად ცნობილი ქალაქები სამოგზაუროდ“ გამოქვეყნდა.

 

სტატია თბილისის აღწერით იწყება. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, თბილისი არის „ინოვაციის ქალაქი, რომელშიც შერწყმულია ხელოვნებისა და მოდის სცენები“.

 

„თბილისს უნიკალური გეოგრაფიული და კულტურული მდებარეობა აქვს. კულტურა ამ ქალაქის ისტორიასთან და პროგრესივიზმთან ერთად არის გადაკვეთილი. თბილისი გამოირჩევა საბჭოთა, მოდერნისტული შენობებით, ეკლესიებით და შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრეებით.

 

ეს არის ინოვაციის ქალაქი, რომელშიც შერწყმულია ხელოვნებისა და მოდის სცენები. ამ უკანასკნელმა ბოლო წლებში გავლენა მოახდინა გლობალურ მოდაზე. თბილისით მრავალი დიზაინერი და მყიდველი დაინტერესდა“, – წერია გამოცემაში.

 

სამოგზაურო ჟურნალს ყოველთვიურად მთელს მსოფლიოში 20 მილიონი მკითხველი ჰყავს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +