13:04 | 2020-07-07 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის რისკების შესამცირებლად, ორსულებისთვის ახალი პროექტი იწყება

კორონავირუსის რისკების შესამცირებლად, ორსულებისთვის ახალი პროექტი იწყება

გაეროს ბავშვთა ფონდი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად აღრიცხვაზე მყოფ 26 000 ორსულს გინეკოლოგთან ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს.

 

ონლაინ სეანსების მეშვეობით, პირველ ეტაპზე ორსულები მიიღებენ ვრცელ ინფორმაციას კორონავირუსის პანდემიის შესახებ, ხოლო შემდეგ ყველა მათგანი შეძლებს დაუსვას კითხვა გინეკოლოგს და მიიღოს ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

 

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი აცხადებს, ონლაინ კონსულტაციები დაეხმარება ორსულებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაში.

 

„მოვუწოდებთ ყველა ორსულ ქალს, ჩაერთონ სეანსებში და მიიღონ კომპეტენტური რჩევები და რეკომენდაციები საკუთარი თავისა და თავიანთი შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხალილმა.

 

პროექტის ფარგლებში, 2020 წლის ივნისის მონაცემებით, წამყვან ექიმებთან უკვე 5000-ზე მეტმა ორსულმა გაიარა ონლაინ კონსულტაცია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები