00:55 | 2020-05-15 ავტორი: თამთა თორდია

კორონავირუსის პანდემიის გაკონტროლებას ხუთი წელი დასჭირდება – ჯანმოს მთავარი მეცნიერი

კორონავირუსის პანდემიის გაკონტროლებას ხუთი წელი დასჭირდება – ჯანმოს მთავარი მეცნიერი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის, სუმია სვამინატანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.

 

მეცნიერმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ხუთი წელი დასჭირდება იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემია სრულად გააკონტროლოს.

 

„მე ვიტყოდი, რომ ხუთი წელი ის პერიოდია, რომელიც პანდემიის სრულად გასაკონტროლებლად დაგვჭირდება“, – განაცხადა მან.

 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 4.3 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 297 465 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

დაგაინტერესებთ: ადამიანის ​ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პანდემიის გავლენა უკიდურესად შემაშფოთებელია – ჯანმო

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

X