19:14 | 2020-04-06 ავტორი: ანეტი მიქელაძე

კორონავირუსის პანდემიამ დედამიწის ქერქის ვიბრაციები შეცვალა

კორონავირუსის პანდემიამ დედამიწის ქერქის ვიბრაციები შეცვალა

დედამიწის ქერქში არსებული ვიბრაცია (სეისმური ხმაური) უფრო სუსტი გახდა, მას შემდეგ რაც ადამიანის მოქმედება შეიცვალა, რაც თავის მხრივ კორონავირუსის ინფექციის გამო ხდება. ამის შესახებ ბელგიის სამეფოს ობსერვატორიის სეისმოლოგები აცხადებენ. 

 

ხმაურს ქერქში იწვევს ავტომობილებისა და მატარებლების გადაადგილებაა, ასევე სამრეწველო საწარმოების მუშაობა.

 

სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფოებმა COVID-19-ის შესაჩერებლად გასცენ განკარგულებები, რომლის მიხედვითაც ზოგან შეჩერებულია სატრანსპორტო გადაადგილება.

 

ამის ფონზე, ობსერვატორიის თანამშრომლებმა ბრიუსელში 30-50%-ით ხმაურის შემცირება დააფიქსირეს.

 

სეისმური ხმაურის შემცირება ასევე შენიშნეს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ახალ ზელანდიაშიც.

 

კორონავირუსის გამო დედამიწაზე ოზონის შრეც შეიცვალა. ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე:

 

ოზონის შრემ აღდგენა დაიწყო
2020-04-05ოზონის შრემ აღდგენა დაიწყო

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X