17:42 | 2020-03-26 ავტორი: ლიზი მეტრეველი

კორონავირუსის მსხვერპლებს შორის კაცები ქალებს ჭარბობენ – რატომ არის ეს ასე

კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებლები მკვლევარების ერთ-ერთი მთავარი დაკვირვების ობიექტია.

 

თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლური სასმელების მიღება და ზოგადად, სუსტი ჯანმრთელობა იმ მიზეზთა ჩამონათვალია, რომლებიც ადამიანის იმუნურ სისტემაზე გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, ადამიანებს, რომლებიც არაჯანსაღად ცხოვრებობენ, მეტწილად კორონავირუსთან გამკლავება უჭირთ. აღნიშნული ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ ვირუსით უფრო მეტი კაცი იღუპება, ვიდრე ქალი – აღნიშნავენ მკვლევარები.

 

მაგალითად, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის 60% მამაკაცია, გარდაცვლილთა შორის კი პროცენტული მაჩვენებელი 70-ს აღწევს. ქვეყნის ჯანმრთელობის უნივერსიტეტზე დაყრდნობით (ISS), ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა სამხრეთ კორეა, სადაც ქალთა დაინფიცირების მაჩვენებელი მეტია ვიდრე კაცთა, მაინც მამაკაცთა გარდაცვლების პროცენტული მაჩვენებელი 54%-ია.

 

რადგან ციფრები შემაშფოთებელია, სრულყოფილი ანალიზისთვის, მკვლევარებს ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებიც სჭირდებათ, თუმცა ქვეყანა ამის გასაჯაროებისგან თავს იკავებს. მკვლევარების მთავარი მიზანია დაადგინონ ის ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მეტად დაუცველები არიან.

 

თეთრი სახლის კოორდინატორმა, ექიმმა დებორა ბრიქსმა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შესახებ კომენტირებისას აღნიშნა, რომ იტალია ვირუსის გავრცელების სხვა ტენდენციის მაჩვენებელია.

 

წყარო: CNN

 

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 479,915 შემთხვევაა დაფიქისრებული, მათგან 21,577 გარდაცვალებით დასრულდა, ხოლო 115,798 გამოჯანმრთელდა.

 

ავტორი: ლიზი მეტრეველი

დატოვე კომენტარი