13:34 | 2020-04-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კორონავირუსის მეორე ტალღა! – კორონავირუსი ჩინეთის ქალაქში ისევ აფეთქდა

კორონავირუსის მეორე ტალღა! – კორონავირუსი ჩინეთის ქალაქში ისევ აფეთქდა

ახალი კორონავირუსის აფეთქება მოხდა ჩინეთის ქალაქ ჰარბინში. დაინფიცირებულია 80-მდე ადამიანი. ამის შესახებ Metro-წერს. 

 

Covid-19-ის პრევენციის მიზნით ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ქალაქში შესვლა აკრძალულია ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელსაც არ აქვს ადგილობრივი ნომრები, ასევე ქალაქში შესვლა ეკრძალებათ ვიზიტორებს სხვა რეგიონებიდან.

 

ამასთან, ისინი ვინც უკვე ჩავიდნენ ჰარბინში  საზღვარგარეთიდან, 28 დღის განმავლობაში კარანტინში მოათავსებენ.

 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ჩინეთმა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მე-9 ადგილას გადაინაცვლა.

 

საერთო ჯამში დაფიქსირდა 83 884 ინფიცირების შემთხვევა, გარდაიცვალა 4636 პაციენტი ხოლო, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 77 997-ს მიაღწია.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები