fbpx
17:41 | 2020-10-13 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის მართვის პროტოკოლში ცვლილებებია! – ნახეთ თენგიზ ცერცვაძის განმარტება

კორონავირუსის მართვის პროტოკოლში ცვლილებებია! – ნახეთ თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ჯანდაცვის სამინისტროში, ეკატერინე ტიკარაძესთან კლინიკური ჯგუფის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, თუ რა ცვლილებები შედის კორონავირუსის მართვის პროტოკოლში.

 

„დღევანდელი შეხვედრა სამინისტროში, გარკვეულწილად, გუშინდელი შეხვედრის გაგრძელება იყო. გუშინ გაკეთდა ძირითადი მონახაზი, თუ რა საპასუხო ღონისძიებები უნდა გატარდეს ქვეყანაში მყისიერად, რათა მოხდეს რეაგირება ბოლო 2-3 კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებისა და მართალია, ერთეულ, მაგრამ სიკვდილობის შემთხვევების ზრდაზე. დღეს, ამ მიზნით, შეიკრიბა გაფართოებული კლინიკური ჯგუფი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირებული 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა 
2020-10-13ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირებული 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა 

 

მას ესწრებოდნენ კლინიკური ჯგუფის წევრები და მოწვეული სტუმრები, პარაქტიკულად, ქვეყნის ყველა წამყვანი სპეციალისტი. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები: პირველი – მოხდა არსებული გაიდლაინის ხელახლა გავლა და მისი განახლება არსებული მოთხოვნების შესაბამისად. ეს მალე გამოქვეყნდება.

 

ამასთან, გადაწყდა 5 მობილური ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც შევა ერთი ინფექციონისტი, ერთი წამყვანი რეანიმატოლოგი და სამინისტროს ერთი წარმომადგენელი, ოფიციალური პირი.

 

გარდა ამისა, ორ ჯგუფში დაემატა რამდენიმე პრაქტიკოსი ექიმი, რომელთაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ კოვიდთან დაკავშირებით.

 

ამ ხუთი ჯგუფიდან, ერთი გაემართება აჭარაში. ეს ჯგუფი იქინება გაფართოებული, გარდა ინფექციონისტისა, რეანიმატოლოგისა და სამინისტროს წარმომადგენლისა, იქ იქნება სამი ახალგაზრდა ექიმი, პრაქტიკულად სამუშაოდ, რომ იქ, ადგილზე, პრაქტიკულად მუშაობაში დაეხმაროს.

 

ერთი აჭარაში წავა, მეორე – ქუთაისში, იმერეთში, ხოლო სამი ჯგუფი იმუშავებს თბილისში“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ცნობისთვის, 13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 867 ადამიანი, გარდაიცვალა 102 პაციენტი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X