17:09 | 2020-05-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კორონავირუსის ყველაზე მძლავრი შემოტევა დაძლეულია?! – თენგიზ ცერცვაძის დამაიმედებელი განცხადება

კორონავირუსის ყველაზე მძლავრი შემოტევა დაძლეულია?! – თენგიზ ცერცვაძის დამაიმედებელი განცხადება

„თუ რამე სისულელე არ ჩავიდინეთ, არ მოვაწყვეთ თავყრილობა და სადავეები არ გაგვექცა ხელიდან, მაშინ წესით არ უნდა იყოს მატება“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველომ კორონავირუსის პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა მინიმალური დანაკარგით დაძლია.

 

„გარანტირებულად ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლო დღეები მიუთითებს, რომ თუ რამე კიდევ არ ჩავიდინეთ, რაღაცა სისულელე, სადღაც რაღაც არ ვქენით, არ მოვაწყვეთ თავყრილობა და რაღაც სადავეები არ გაგვექცა ხელიდან, გაგრძელდა ის ტენდენცია და ის ხარისხი მობილიზაციის, რაც ახლაა, მაშინ სავარაუდოდ, ახლა ვიმყოფებით პიკზე.

 

ამას პლატოს სახე ექნება, იქნება თანაბარი რაოდენობა და წესით, არ უნდა იყოს მატება.

 

თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე მატება – ერთი ათეული, ორი ათეული, თუ არ დავუშვით ისეთი შეცდომები, როგორიც იყო მაგალითად ბოლნისსა და მარნეულში, თეთრიწყაროში ან შესაძლოა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ლენტეხში.

 

თუ ასეთი არ იქნა, მგონია, რომ ჩვენ დავძლიეთ პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა კორონავირუსისა, მინიმალური დანაკარგით. 626 ავადმყოფი და მხოლოდ ათი გარდაცვლილი – ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შედეგი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალიკორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X