17:56 | 2020-04-21 ავტორი: ალექსი ქამადაძე

კორონავირუსის გავრცელება – საქართველო და მეზობელი ქვეყნები

კორონავირუსის გავრცელება – საქართველო და მეზობელი ქვეყნები

CoViD19-ით უკვე 2,5 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 660 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 171 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

 

რა მდგომარეობაა საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში

 

21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათ შორის 94 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

 

საქართველოში კორონავირუსზე მხოლოდ 7,611 ტესტია ჩატარებული. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 მილიონ მოსახლეზე 1,908 ტესტია ჩატარებული.

 

ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს საგანგებო რეჟიმი, თუმცა ხვალ, 22 აპრილს პარლამენტმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს საგანგებო რეჟიმის 10 მაისამდე გაგრძელება.

 

აზერბაიჯანი

 

დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანში 1,436 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 791 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 19.

 

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე აზერბაიჯანში კორონავირუსზე სულ 95,747 ტესტი ჩაატარეს.

 

სომხეთი

 

21 აპრილის მონაცემებით, სომხეთში COVID19-ით დაინფიცირების 1,401 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 609 გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 გარდაიცვალა.

 

საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსზე 13,929 ტესტი ჩატარდა.

 

აღსანიშნავია, რომ 13 აპრილს სომხეთის მთავრობამ საგანგებო რეჟიმი 30 დღით, 13 მაისამდე გაახანგრძლივა.

 

საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტიდან მოქმედებს.

 

თურქეთი

 

ამ დროისთვის თურქეთში კორონავირუსის 90,980 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 13,430 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 2,140 გარდაიცვალა.

 

თურქეთში 673,980 ტესტი ჩატარდა ​კორონავირუსზე.

 

საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 22 აპრილის 00:00 საათიდან 26 აპრილის 00:00 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

 

რუსეთი

 

რუსეთში კორონავირუსით 52,763 ადამიანი ინფიცირებული, მათგან 3,873 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 456 გარდაიცვალა.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში კორონავირუსი სწრაფი ტემპით იზრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში 5,642 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ამ დროისთვის, რუსეთში კორონავირუსზე 2,142,604ტესტია ჩატარებული.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X