13:21 | 2020-03-17 ავტორი: თათია ცუკოშვილი

კორონავირუსის გამო ტაჯ მაჰალი დაიხურა

კორონავირუსის გამო ტაჯ მაჰალი დაიხურა

ინდოეთის მთავარი ღირსშესანიშნაობა კორონავირუსის გამო მნახველებისთვის დაიხურა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

ქვეყნის ტურიზმის მინისტრის, პრაჰლად სინგჰ პატელის განცხადებით, ინდოეთში ყველა მუზეუმი 2020 წლის 31 მარტამდე დაიხურება.

 

ქალაქ აგრაში მდებარე მარმარილოს მავზოლეუმს ყოველდღიურად დაახლოებით 50 ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წელს ტაჯ მაჰალი 6,5 მილიონმა ადამიანმა მოინახულა.

 

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით კორონავირუსით 114 ადამიანია ინფიცირებული.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X